30 იანვარი, 2022
„ქართული ოცნების" ლიდერები სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ ოფისში გამართულ შეხვედრებზე ადგილზე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელეს. განისაზღვრა პარტიის სამომავლო გადაწყვეტილებები.
შეხვედრებს ესწრებოდნენ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია, მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრები, პარტიის რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და აქტივი.